ღმერთო, გვიხსენი ამ გარყვნილებისგან!

ღმერთო, გვიხსენი ამ გარყვნილებისგან!


უფლის გარდა, ვის მივმართო, მართლაც არ ვიცი. უზნეობა და გარყვნილება ყოველი მხრიდან გვიტევს, გვიტევს ტელევიზიით, წიგნების ფურცლებიდან თუ თეატრის სცენიდან, რათა დაინგრეს და გაცამტვერდეს ზნეობა, ზრდილობა და სულიერი ღირებულებები, რაც საუკუნეების მანძილზე ამშვენებდა და ალამაზებდა ერის ღირსებას.

ის უმსგავსობა, რაც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აჩვენეს, მარტო მსახიობების პროტესტის საგნად არ უნდა დარჩეს. მართალია, ის ამაზრზენი ანტისპექტაკლი - «შემეხე» არ მინახავს (ღმერთო დამიფარე!), რადგან სპექტაკლებსა და ღონისძიებებზე ხშირად შვილიშვილთან ერთად დავდივარ. 

ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა სწორედ ქართული თეატრის სცენიდან დაიწყეს ეროვნული იდეის პროპაგანდა და დამკვიდრება, ყველაზე სათუთ და მგრძნობიარე თემებზე მსჯელობა. ახლა ყველაფერი მოგვარებული გვაქვს? სექსუალური უკუღმართობის საყურებლად და გასართობად გვცალია, როცა თავზე გვექცევა ქვეყანა და დაკარგული ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი?

საინტერესოა, კულტურის მინისტრმა და რუსთაველის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრებმა თუ მიიყვანეს საკუთარი ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილები ამ სპექტაკლის საყურებლად? კულტურის მინისტრ რურუას ორი ქალიშვილი ჰყავს, საინტერესოა, აყურებინა იმ სისაძაგლეს - შიშველი მამაკაცი წინ და უკან რომ დარბის სცენაზე?..

და თუ ნახეს, ნეტა, რა უთხრეს მამას - დარჩნენ ყმაყოფილები? თუ არა და, მაშინ რატომ უჩვენებენ ამ სიბინძურეს სხვის შვილებს?

ვერც ინგლისელები და ვერც ამერიკელები ვერ გვასწავლიან ქცევასა და კულტურას... როცა კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, მაშინ ჩვენი კულტურა ყვაოდა. ახლა კი მოდის ის ვიღაც ზნეობრივად დეგრადირებული ინგლისელი ზელდინი, საქართველო ველური ქვეყანა ჰგონია და ჯუნგლების ცხოვრების წესების დემონსტრირებას გვაკადრებს სცენაზე.

რას ემსახურება კულტურის სამინისტრო? რატომაა ხელისუფლება დაინტერესებული საზოგადოების ზომბირებით, გარყვნით?

რატომ აძლევს უფლებას უზნეოებს, რომ დასცინონ და აბუჩად აიგდონ საზოგადოება?

მოუთმენელი უმსგავსობა დამკვიდრდა ლიტერატურაშიც. გამოჩნდნენ ვაიავტორები, რომლებიც მშობლის ასოსა და უკანალს ხალისით აღწერენ და უხარიათ. გამრავლდნენ სოდომური ცოდვის შვილები და მიაფურთხეს ყოველივე ღირებულს. ვიღაც შებრუნებული აზროვნების მქონე დეისაძემ დაჯღაბნა და უპრობლემოდ გამოაქვეყნა «საიდუმლო სირობა», რომელიც ილიას უნივერსიტეტის წინ, მიაქციეთ ყურადღება, ერის მამის, ილიას სახელობის სასწავლებლის წინ განიხილეს და გამოცემას ტაში დაუკრეს. ამავე უნივერსიტეტმა 2011 წლის ლიტერატურული პრემია მიანიჭა ვინმე ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოებს «გასაბერი ანგელოზი». ეს ის ბურჭულაძეა, რომელმაც უხამსი ქმედება ჩაიდინა ქუთაისში - ოპერის თეატრში პოეტი ქალბატონის იუბილეზე მოულოდნელად ავარდა სცენაზე და იღრიალა: «ქურდებს - სიცოცხლე, ბოზებს - სიკვდილი». ამგვარმა ადამიანმა, რომელსაც ელემენტარული პატივისცემა არ აქვს არც საზოგადოების და არც საკუთარი თავისა, რა ღირებული უნდა შექმნას და შესთავაზოს მკითხველს? ან ამგვარმა გაუკუღმართებული აზროვნების ვითომც მწერალმა რით მოაწონა საკუთარი შემოქმედება უნივერსიტეტის რექტორს, თევზაძეს?.. ალბათ, თავადაც ასეთია, რაკი უხამსობა და სიბილწე იზიდავს.

ეს ორიენტაციადარღვეული ადამიანები, რომელთა შორის ძალიან ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელია, შეურაცხყოფენ უფალს. ამათ რომ ნამდვილი, მამაკაცური ღირსებები ჰქონდეთ, სიზმრად და ცხადად ფალოსი არ მოელანდებოდათ.

როგორი თაობები გვეყოლება მომავალში? უზნეო, უკულტურო, უესთეტიკო, მხოლოდ გართობის მოყვარული, სექსზე მოფიქრალი და უხამსობის მეხოტბე?

თითქმის ყველა ქართველ კლასიკოსს აქვს აღწერილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ინტიმური პასაჟები, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.

ესენი დაბოღმილი, მხოლოდ ხორციელი სიამის მონები არიან. უხამსი სიტყვებით, გაშიშვლებული ველურობით აღიქვამენ მოვლენებს, რაც გულისამრევია. ეს შედეგია იმისა, რომ მომრავლდნენ პედერასტები, გაორებული ორიენტაციის ადამიანები, მამათმავლები და ლესბოსელები.

რომელი ნორმალური მწერალი იკადრებს იმას, რასაც ეს დამთხვეულები კადრულობენ? ერთ სატელევიზიო გადაცემაში ახალგაზრდა გამოვიდა, მწერალი ვარო, თავი მოჰქონდა რაღაც უსახური ნაჯღაბნით. ეს არის ის ნაწარმოებები, რომლებიც პამპერსივით ერთჯერადია - წაიკითხავ, გულს აგირევს და სანაგვეში გადააგდებ.

დღეს რუსთაველის გვერდით სულბინძური, ნაგვის მქექველები ცდილობენ დამკვიდრებას.

უზნეობა არც ერთ ქვეყანაში არასდროს ყოფილა წახალისებული. ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება?...

ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ფსიქიკაზე, მათ მორალურ გაუკუღმართებაზე პირდაპირ მოქმედებს ცალკეული სატელევიზიო გადაცემები. უზნეობის პროპაგანდის ამ საშუალებას ხალისით იყენებენ ქართული ტელევიზიები. ზღვარი არ უჩანს იაფფასიან ტელესერიალებს, გადაცემებში იწვევენ კახპებს და მათ ვარსკლავებად წარმოგვიჩენენ; არენა დაუთმეს ქმარგაყრილებს, ნარკომანებსა და უზნეოებს; პროპაგანდას უწევენ იმას, რომ გათხოვებამდე ქალიშვილობის შენარჩუნება სამარცხვინოა.

ვეკითხები გადაცემა «სიმართლის დეტექტორის» ავტორებს:

- ამიხსენით, რას ემსახურება თქვენი უფერული, უხამსი გადაცემა, სხვა ნორმალური ვერაფერი მოიფიქრეთ, რომ ნაგავში არ იქექოთ... არ გაწუხეთ ეს სიბინძურე?..

საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი მისაბაძი და ღირსეული ოჯახია, მოიწვიეთ ისინი, საზოგადოებას ესაუბრეთ ქალურ და მამაკაცურ ღირსებებზე, ამ ორი ფენომენის სიდიადეზე, ოჯახურ სიმტკიცეზე... ეს უფრო არ წაადგება ქვეყანას?

თეატრი, კინო, მხატვრული ნაწარმოები, ტელევიზია ჩვენი კულტურის სარკე უნდა იყოს. ვინ გავალებთ ამ უზნეობის, ძალადობის, აღვირახსნილობის პროპაგანდას?.. ქართველები არა ხართ?.. ხომ ხედავთ, რა ხდება დედაქალაქში, ახალგაზრდები როგორ იქცევიან: არ იციან მეგობრობა, ერთმანეთის დანდობა, მიტევება; მომრავლდნენ იმპოტენტები, ორიენტაციადარღვეული ახალგაზრდები, ხვალ კი თქვენს შვილს ემუქრება იმპოტენცია და პედერასტობა ან გათხოვდება და უამრავჯერ ნააბორტევი ვერ გააჩენს შვილს, ან კიდევ გახდება ძალადობის მსხვერპლი... მერე უნდა იფიქროთ ამ საშინელ მდგომარეობაზე?

დღესდღეობით კატასტროფულად უარესდება საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. მომრავლდნენ მარტოხელა დედები, შეუთავსებლობის საბაბით ინგრევა ათასობით ოჯახი, რასაც აუცილებლად მოჰყვება საშიში, არასასურველი შედეგი მომავალში.

ცნობილი მეცნიერები მითოლოგიაზე დაყრდნობით წერენ, რომ უძველესი ქართული ღვთაება იყო კოლხური «დია ნანა», იგივე დედა. იქიდან მოდის საოცარი კდემა და პატივისცემა მამაკაცისა ქალისადმი და, ვისაც ეს დამოკიდებულება აღვირახსნილობამდე, სექსუალურ მანიაკობამდე დაჰყავს, ის მარაზმის მსახურია.

დავფიქრდეთ! დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრება თანდათანობით ჭაობში ეფლობა, ჩვენს წმინდა ეროვნულს ენაცვლება სხვა კულტურა, სხვა აღმსარებლობა და ცხოვრების უკუღმართი წესი, რომელსაც გამოუჩნდნენ კიდეც ბინძური მიმდევრები, მახინჯი სულიერი ფასეულობების მეხოტბენი, ურცხვად, ჯიუტად რომ ცდილობენ, ცხოვრების ავანსცენა დაიკავონ.

ეს არ უნდა დავუშვათ!

ბორის დავითაია,

მწერალი,

აკ. წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი