თბილისის იუსტიციის სახლს ჩინელ პატიმრებს აშენებინებენ! -

თბილისის იუსტიციის სახლს ჩინელ პატიმრებს აშენებინებენ! - "ისინი აქ ერთ-ერთ ჩინურ ფირმას ჩამოჰყავს.


"საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია. მართალია, ხელისუფლება თავს იწონებს ახალი ობიექტების მშენებლობით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ვერ ხერხდება. ქართველმა მუშახელმა სამუშაო ადგილი ვერც თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე იშოვა - უმუშევართა კავშირის განცხადებით, იუსტიციის სახლის ასაშენებლად ჩინელი პატიმრები ჩამოიყვანეს. გუშინ უმუშევართა კავშირმა და თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა დედაენის ბაღში აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე მშენებლობებზე უცხოელების დასაქმებას აპროტესტებდნენ.", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით თბილისის იუსტიციის სახლს ჩინელ პატიმრებს აშენებინებენ / უმუშევართა კავშირი საპროტესტო აქციებს მართავს.

"მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 71%-ს უმუშევრობის პრობლემა აწუხებსს, საქართველოში მიმდინარე მშენებლობებზე ჩინელები არიან დასაქმებული - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ალეკო შალამბერიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე იუსტიციის სახლის მშენებლობაზე 150 ჩინელია დასაქმებული. ახლო მამავალში მათი რიცხვი ისევ გაიზრდება - დღეს აქ არის 150 ჩინელი მუშა. ახლო მომავალში მათი რიცხვი 300-მდე გაიზრდება. ჩვენ მოვაწყვეთ ჟურნალისტური გამოძიება და გავარკვიეთ, რომ ესენი არიან პატიმრები. ისინი აქ ერთ-ერთ ჩინურ ფირმას ჩამოჰყავს - დასძინა შალამბერიძემ. უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე თამარ იოვაშვილმა კი ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც ჩინური მუშებია დაფიქსირებული. ისინი ცხოვრობენ სარდაფში, სადაც საშინელი ანტისანიტარიაა. საწოლები ორ სართულად არის განლაგებული. მათ საშინელ პირობებში უწევთ ცხოვრება", - ამბობს იოვაშვილი, რომლის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რატომ ჩამოჰყავთ მუშები ჩინეთიდან, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია. შალამბერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დიდ დანაშაულს სჩადის, როცა ქართველებს ყველა გზას უსპობს", - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს:

"ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოდან არის გაქცეული მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაო არ აქვთ. საუბარი არ არის ადამიანების დასაქმებაზე სპეციალობების მიხედვით. საქართველოს მოალაქეებისთვის შავი მუშების ადგილიც არ გამოინახა", - ჩივის შალამბერიძე. მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე გაითვალისწინებს და ხმას ხელისუფლებას არ მოსცემს, რომელიც მათთვის შავი მუშების ადგილსაც კი არ იმეტებს. ყოფილი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამაზე ხელისუფლება პასუხს აგებს. ისევე როგორც კორტების დანგრევაზე - თბილისის იუსტიციის სახლი სწორედ ძველი კორტების ტერიტორიაზე შენდება. შალამბერიძე პირობას დებს, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებს და ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვება. ახლო მომავალში უმუშევართა კავშირი მძლავრი აქციების მოწყობას აპირებს, სადაც იმასაც გააპროტესტებს, თუ რატომ ენანება ხელისუფლებას ქართველებისთვის შავი მუშის ადგილიც კი".