"ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი სააკაშვილისთვის დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირა?"


"ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კიდევ 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ერთი ვერსიით, ისინი ავღანეთში 20 ტებერვალს საგანგებოდ საქარტველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირნენ,. თავდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები გუშინ ნაღმზე აფეთქდნენ. ბაჩო ახალიას უწყების ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, წუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას თალიბებთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში "აისაფის" სამშვიდობო მისისს ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 3 ჯარისკაცი სააკაშვილისთვის დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირა?

"აღსანიშნავია, რომ ორიოდე დღის წინ ავღანეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სტუმრობდა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი ვიზიტისას ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს და თალიბების ერთი დაჯგუფებაც გაანადგურეს. გავრცელდა ამ სპეცოპერაციის გარკვეული დეტალებიც - პრეზიდენტი ჯარისკაცებთან ერთად სადილობდა, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ თალიბების ჯგუფი მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა. ამის შემდეგ ადგილზევე დაიგეგმა და ჩატარდა ხსენებული სპეოპერაციაც. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 ქართველის ჯარისკაცი არა ამ სპეცოპერაციისას, არამედ ორი დღი შემდეგ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. განსხვავებული ინფორმაცია აქვს სამხედრო ექსპერტსა და "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრ ირაკლი სესიაშვილს", - აღნიშნავს გამოცემა.

"სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა და მაქვს ინფორმაცია, რომ ქართველი ჯარისკაცები სწორედ ამ სპეცოპერაციას შეეწირნენ, თუმცა დეტალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს, ეს ინფორმაცია არ მაქვს. . ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დაუგეგმავი სპეცოპერაციის დროს ამ კიდევ სააკაშვილის პიარის საჭიროებისთვის. ამასთან ის, რომ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ყოველთვის ორი დღის დაგვიანებით ვიღებთ ინფორმაციას, ეს ფაქტია" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი. 

"ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე - ეს იყო დაუდევრობა თუ სხვა რამე - ძნელია ამის თქმა, თუმცა ნებისმიერი ოპერაციის შემთხვევაშიც შეიძლება იგივე მომხდარიყო. ამიტომ ამას გამოძიება სჭირდება. აქ დგება ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმ მეთაურების, რომლებიც ამზადებდნენ ჯარისკაცებს საბრძოლო მოქმედებების დროს. დაუდევრობა გამოწვეულია დისციპლინური დარღვევით ან კიდევ კიდევ, ეტყობა, რაღაც მოთხოვნები არ იყო შესრულებული, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ელემენტარული მაგალითიც რომ ავიღოთ - ვთქვათ, ჯარისკაცს, რომელიც უკვე გაწვრთნილია იმ დონეზე, რომ მივლინებულია საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ხელში ხელყუმბარა აუფეთქდა - ამ შემთხვევაშიც დგება მისი უშუალო მეთაურების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს ჯარისკაცი იყო არადისციპლინირებული, რომ თავს უფლება მისცა ეთამაშა ხელყუმბარით", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური.

"გამოვრიცხავ - ვფიქრობ, სააკაშვილის ვიზიტის დროს არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება დაღუპულებს, მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი დღეს დაიღუპნენ - სამი ქართველი ნაღმზე აფეთქდა, ერთ-ერთი უცოელი კი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.

"22 თებერვალს დილიდანვე თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი ინფორმაცია გაჩნდა: " საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების: კაპრალების ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო. სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას..." თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე სმხედროების დაღუპვის შესახებ სამძიმრის ტექსტი, ერთი დღით ადრე - 21 თებერვალს დაიდო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ავღანეთში უკვე 15 ჯარისკაცი მოგვიკვდა / სააკაშვილი მომხდარის გამო შეწუხებულია.

"აღსანიშნავია, რომ გუშინ სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა აშშ-ის ელჩმა საქათველოში ჯონ ბასმაც - "ამერიკას ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა არასოდეს დაავიწყდება". ბასმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე სელესტ ვოლანდერმა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო აშშ-ის მთავრობის სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტს გადასცეს... აღსანიშნავია, რომ ავღანეთის თემაზე ბოლო დღეებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სააკაშვილთან დაკავშირებული თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა - მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სინამდვილეში მიხელ სააკაშვილი ავღანეთში არა რამდენიმე დღის წინ, არამედ 12 თებერვალს იმყოფებოდა. თუმცა, ოფიციალური ცნობით, ეს ასე არ იყო. პრეზიდენტის პრესასამსხურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში 20 თებერვალს იმყოფებოდა, სადაც "აისაფის" ოპერაციაში მონაწილეს 31-ე ბატალიონის წევრებს შეხვდა", - აღნიშნავს გამოცემა. 

"სააკაშვილმა ქართული ბაზა "შუკვანი" დაათვალიერა, ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები: ვიცე-პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერიძე და კაპრალი გორგი ლომიძე განსაკუთრებული მამაცობისთვის მედლებით "სამშობლოსთვის თავდადებული" პირადად დააჯილდოვა და ქართველ ჯარიკაცებს მიმართა - "ამაზე რთული ადგილი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში არ არის... გენერალ პეტრეუსის თქმით, ავღანეთში მყოფ ძალიან ბევრ უცხოელს აქვს შეზღუდვა - არ შეიძლება გასვლა, ბრძოლაში ჩართვა. მხოლოდ ინგლისელებს, ქართველებს და კიდევ ერთ-ორ პატარა კონტინგენტს არ აქვს შეზღუდვა... თუ გვინდა რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია, ხოლო თუ გვინდა გვყავდეს არმია, უნდა ვიყოთ ავღანეთში. მთლიანობაში 15 000 და მეტი ქართველია, რომელიც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ავღანეთში, ეს საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დიდი სამხედოო პოტენციალია" - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტი ქართული ბაზიდან სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექკნიკით პატრულირებაზეც გავიდა", - დასძენს გამოცემა.

"ეს ტრაგედია როდის მოხდა არსად არ არის დაზუსტებული ეს ინფორმაცია. არსებობს ვარაუდი, რომ 20 ტებერვალს პრეზიდენტი რომ იყო ჩასული, ჩანს მის "პატისაცემად" დაიგეგმა სამხედრო ოპერაცია, როდესა 2 თალიბი გაანადგურეს, რაც "გააპიარეს" კიდეც" სახელისუფლებო ტელეარხებმა. ეს დაიგეგმა იმისთვის, რომ ახალაიას დაენხავებინა, როგორი მომზადებულები არიან ქართველი ჯარისკაცები და ამით საკუთარი თავი წარმოეჩინა სწორედ რისკების არასწორმა გათვლებმა გამოიწვია ტრაგიკული შემთხვევა", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ავღანეთში ქართველების დაღუპვას ორი დღე მალავდნენ?

"საუბარია იმაზე, რომ სწორედ ამან გააღიზიანა თალიბები. უნდა ითქვას, რომ ზოგადად ქართველების მიმართ, სხვათა შორის ავღანელები არ არიან აგრესიულად განწყობილები. მაგრამ ამ ფათმა გააღიზიანა ისინი - შესაძლოა შურისძიების ელემენები ყოფილიყო. საუბარია უ\იმაზე, რომ სწორედ ამ სპეცოპერაციის გამო, რომელიც თალიბებმა აგრესიად აღიქვეს, შური იძიეს, ამიტომ, ამ ფაქტთან დაკავშირებიტ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება. არ მაქვს ილუზია, რომ ქართული სამხედრო პოლიცია იქ რამეს ობიექტურად გამოიძიებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ამერიკული მხარე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი და შეკითხვას - " ვთქვათ, ქართულმა მხარემ დაგეგმა ის სპეცოპრეაცია, შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცებიგან დაკომპლექტებულ დანაყოფებს ხომ უცხოელები მეთაურობენ და ამ "პიაროპერაციის" განხორციელების საშუალებას ისინი მისცემდნენ?" - პასუხობს:

"ჩვენს ქვედანაყოფს გარკვეული ავტონომია აქვს სპეცოპერაციის წარმოების დროს. ასე რომ ეს შეზღუდვა ჩვენტან მიმარტებაშI პირდაპირ არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეთანხმებულია და იგეგმება საერთო შტაბში, მაგრამ ოპერაციას განსაზღვრავს ჩვენი ხელმძღვანელობა - თუ ჩვენი ხე,მძღვანელობა ჩათვლის, რომ გარკვეულ სოფელში ტალიბები იმალებიან და შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება, მათ აქვთ უფლება იმოქმედონ!. ადრე, როცა ამ რაოდენობით არ ვიყავით წარმოდგენილი, აგ გვქონდა ავტონომიური უფლებები და ამერიკული, ფრანფული, თურქული მეთაურობით ვმოქმედებდით".