"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, პირველი დარტყმა მსისი მშობლიური რაიონის პედაგოგებმა მიიღეს. მასწავლებლების ნაწილი სკოლებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს, თუმცა ყველამ იცის, რომ ამის რეალური მიზეზი ივანიშვილის მხარდაჭერა იყო. ამ პროცესს "შეეწირა" საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ კაპანაძეც, რომელსაც "ვერსია" დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით რა ულტიმატუმი წაუყენეს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე და რატომ იყენებს "დუმილის უფლებას" სკოლის დირექტორი.
"ჭორვილას საჯარო სკოლა ბიძინა ივანიშვილმა ევროპული სტანდარტებით გააკეთა. ასევეა მოწყობილი დიდი საკალათბურთო დარბაზი და საცურაო აუზი. სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობს. ყველა ბავშვს წიგნებსა და რვეულებს უფასოდ ურიგებს. დღეში ერთხელ სადილი უფასოა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. სკოლას 2 ავტობუსი უფასოდ ემსახურება. პედაგოგებსაც და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც ხელფასზე დანამატი 300-500 ლარი გვქონდა. ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჩამოართვეს, სკოლაში განცხადება გავაკეთეთ. მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვების ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი. რესურს-ცენტრის უფროსმა დამიბარა და მითხრა, პოლიტიკური განცხადებებისა და ინიციატივებისგან თავი შევიკავოთო. თუმცა მეც და ბევრ საჩხერელს ბიძინა ივანიშვილისგან ბევრი სიკეთე გვახსოვს,. დაუნახავი და უმადური უნდა ვყოფილიყავი, თავი სილაში ჩამერგო და ხმა არ ამომეღო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ კაპანაძე.
"მოქალაქეობის აღდგენას 30-მა პედაგოგმა დავუჭირეთ მხარი. ერთი თვის შემდეგ დირექტორმა, ნოდარ გოგოტიშვილმა მიტხრა, სკოლაში ბრძამებაა მოსული, 6 მასწავლებელი უნდა გათავისუფლდესო. მეორე დღეს რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა შემომითვალა, თუ შენ წახვალ, მაშინ დანარჩენ 5 მასწავლებელს არარ გავუშვებო. წავალ, მაგრამ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება არ დავწერ მეთქი. არ ვიცი ასეთი ულტიმატუმი რატიმ წამომიყენეს, მაგრამ მე წამოვედი, პირობა კი მაინც არ შეასრულეს. მეორე დღეს 3 პედაგოგი კიდევ გაუშვეს, დანარჩენ 2-ს იმიტომ ვერ შეეხნენ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები არიან. მიზეზად მიწერია შრომის კოდექსის 37-ე მუხლი - შრომითი ხელშეკრულების მოშლა. თანაც ზამთრის არდადეგების პერიოდში დაგვითხოვეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მას შემდეგ რაც წერილი ხელმოწერებით "ქართულ ოცნებაში" გავაგზავნეთ, ჭორვილას სკოლის დირექტორს შევვდი და მითხრა - "ზემოდან" მეუბნებიან, უნდა წავიდესო. დირექტორმა მითრა, ხომ იცი, რატომაც მიდიხარო - პირდაპირ არ მეიბნება, მაგრამ ვიცი, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა. დირექტორი ნაცმოძრაობის მხარდამჭერია - საჩხერეში ვინ ვინ არის, ყველამ ვიცით", - დასძენს თემურ კაპანაძე და შეკითხვას - ხომ არ დაუკავშირდით განათლების სამისტროს ან სასამართლოს ხომ არ მიმართეთ?" - პასუხობს:
"არა, ამას აზრი აქ აქვს, არ ღირს. პარლამენტის წევრებიც კი არიან ჩარეული - მიხეილ მაჭავარიანი ჩემი ახლობელია და შემომითვალა: ფრთხილად იყავი, სამსახურიდან არ გაგიშვანო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჩამოართვეს, პედაგოგები ისე იყვნენ აღელვებულნი, რიმ მათი შეჩერება და ჩუმად ჯდომა შეუძლებელი იყო"
"ვერსია" შეეცადა ჭორვილას სკოლის დირექტორს ნოდარ გოგატიშვილსაც დაკავშირებოდა და გაერკვია, 4 პედაგოგის სკოლიდან დათხოვნის რეალური მიზეზი, თუმცა დირექტორმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "4 პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილება მე მივიღე და უფლება მაქვს, ამაზე კომენტარი არ გავაკეთო"! უკანასკნელ წუთს მიღებული ინფორმაციის თანახმად. გათავისუფლებული პედაგოგები დირქტორს სასამართლოში უჩივიან", - აღნიშნავს გამოცემა.