მიშას ლეში, ანუ აჭამეთ ბავშვს ძუძუ

მიშას ლეში, ანუ აჭამეთ ბავშვს ძუძუ


ამას წინათ ავტობუსში ერთ დიალოგს მოვკარი ყური. ახალგაზრდა მამაკაცს რომ გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» არ სჭეროდა ხელში, იქნებ ყურადღებაც არ მიმექცია, მაგრამ მან რაღაცის წაკითხვის შემდეგ გვერდით მჯდომ დედაბერს ჰკითხა:

ბებო, სააკაშვილი მართლა სტალინის დაბადების დღეს არის დაბადებული?

დედაბერმა ალმაცერად გახედა და უპასუხა:

– არა, შვილო, ტყუილი იქნება, ეგ უთუოდ ზაფხულში უნდა იყოს დაბადებული.

ახალგაზრდამ გაიკვირვა: – ვითომ რატომ?

დედაბერს ღრმა ნაოჭებში ღიმილი შეეპარა:

– აბა, მაგის გულისთვის დეკემბერში ძუძუს ვინ ამოიღებდაო?

ბევრი იცინა ახალგაზრდამ და ბოლოს დაეთანხმა:

– ისე, მართალია, ძუძუ რომ არ უჭმევიათ, კი ეტყობა!  


ამ პატარა ქვეყანაში ხომ არაფერი იმალება. ჯერ იყო და სააკაშვილის 2008 წლის გამოსათხოვარ შეხვედრაზე (არა, მიშასთან კი არა, ბუშთან გამოსათხოვარი იყო, თორემ ჩვენი მაღალი კვლავაც აქ არის და ჩვენთან გამოთხოვებას არც 2013 წელს აპირებს!) ჯორჯ ბუშ-უმცროსთან ფორუმებში ასე გამოეხმაურნენ: «მე ვფიქრობ, კონდოლიზა რაისზე იბაზრეს, – რას გავსო და, საერთოდ, პოლიტიკაში რა ნიანგი ქალები მოდიანო, რამე უნდა ვიღონოთო».

ჰოდა, მიშამაც იღონა (აბა, ბუში რაღას იღონებდა, როცა ბოლო თვეებს ითვლიდა თეთრ სახლში!) და საქართველოს მთავრობას «ნიანგები» – სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე მოაცილა და სეფე-ქალებით შეავსო. მათგან ყველაზე მდგრადი – ეკონომიკის მინისტრი ვერონიკა ქობალია აღმოჩნდა. მას ვერც ბათუმის «შერატონის» აუზში ფიზიკურმა მარცხმა დააკარგვინა ადგილი და ვერც არითმეტიკის არცოდნამ (თბილისიდან ბათუმამდე მანძილს საათობით და ბენზინის ლიტრებით რომ ანგარიშობს).

საერთაშორისო მედიაში სააკაშვილის ქალბატონების სიაში მეორე ადგილს პატიმრების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იკავებს. წერენ, რომ მას მიშასთან ერთად მიუღია განათლება ამერიკაში. ერთად რა მიიღეს, უცნობია, რადგან ეს ქალბატონი (უკაცრავად, საქალბატონე) უფრო მონაკოს პრინცის დახვედრა-გაცილებაშია შემჩნეული, ვიდრე იურისპრუდენციის მოკლე კურსის მეცადინეობაში.

მესამე ადგილს ნინო კალანდაძე იკავებს, რომელიც სააკაშვილმა აეროპორტში გაიცნო, თანაც ისე ახლოს, რომ მიხვდა: კალანდაძის გარეშე საქართველოს პარლამენტი და საგარეო უწყება წინ ვერ წავიდოდა. მას შემდეგ კალანდაძე ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგებს მართავს და საქართველოს საგარეო საკითხებზე საგანმანათლებლო ლექციებს კითხულობს.

სია გრძელია და მასში ალანა გაგლოევა, ნინა წკრიალაშვილი და უკვე კარგად მივიწყებული მაია ნადირაძეც კი ფიგურირებენ. თუმცა ამ აღმატებულ ქალბატონთა გარდა, არსებობს კიდევ სხვა სიაც, რომელშიც ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და სულაც უცნობი ქალბატონები იკავებენ ადგილს.

ასე მაგალითად, ბათუმის «შერატონის» აუზში, ვერონიკა ქობალიას გარდა, სხვადასხვა სახის ტრავმა ნათია ბანძელაძემაც (პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი) მიიღო, რომ არაფერი ვთქვათ ძირითად დაზარალებულზე. ლეიბორისტები რის ლეიბორისტები იქნებოდნენ, რომ მიშასთვის ნამუსი შეენახათ და მოედო ქვეყანას ამბავი:

«მიხეილ სააკაშვილი თავის მხლებლებთან თუ ხელისბიჭებთან ერთად რომელიღაც რესტორანში ღრეობდა თურმე, რომ იქვე «შერატონში» მყოფი საქმოსნები ახალგაზრდა ქალის გამყინავმა კივილმა შეაკრთო და შეაშფოთა. მთელი «შერატონი» გარეთ გამოფენილა, მაგრამ სააკაშვილის იმწუთიერ ადგილსამყოფელს, ცხადია, ახლოს არავინ მიაკარეს. როცა მიშა და გულშემოყრილი ქალბატონი იქაურობას სასწრაფოდ მოაშორეს და ყველანი ჯიპებით გაქრნენ, ცნობისმოყვარე ხალხს ადგილზე დახვდა სისხლით მორწყული იატაკი, ხოლო მომსახურე პერსონალი დამბლადაცემულივით ჩიფჩიფებდა: ამ მხეცმა და საქონელმა რა უქნა საცოდავ გოგოს... ჯერ იყო და თავი მოჭრა ამდენ ხალხში, მერე ესეც არ აკმარა და ძუძუს კერტი მოაღეჭაო!

როგორც წყაროს ბათუმელებმა უთხრეს, თურქეთის კლინიკაში, სადაც ძუძუსთავმოჭმული თუ მოღეჭილი ქალბატონი გაუქანებიათ სამკურნალოდ, ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს და თურქეთიდან მიხეილ სააკაშვილის მორიგი მსხვერპლი ისრაელის ულტრათანამედროვე კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას ძალიან ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაცია უნდა ჩაუტარდესო.

«ექიმობანას» თამაშში მიშა ადრეც იყო შემჩნეული. როგორც ჩანს, დოქტორ დოტის მიერ კბენა-კბენით ჩატარებული მასაჟი ისე ტკბილად დაამახსოვრდა, რომ თავადაც გადაწყვიტა ამ მეთოდის პრაქტიკაში დანერგვა, მაგრამ ვერ მოზომა, ან ბავშვობისდროინდელმა კომპლექსებმა იმძლავრა და ძუძუს კბილიდან გაშვება ვეღარ მოახერხა.

ესეც იმ გოგოს ბრალი იქნებოდა, – როცა ამხელა მაღალთან ყოფნა გინდა, ძუძუ ისე მაინც უნდა ავარჯიშო, რომ კბილებში არ შეატოვო პირველ კაცს!

ფიზიკურ მარცხს გადაურჩა და ერთობ კმაყოფილიც გახლავთ უკრაინელი პოპ-დივა ივანა მელაი, რომლის შენახვა საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში ნახევარი მილიონი უჯდება, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური ხარჯებია და როდის იყო, «ჯიგიტი» ქალს რამეში ფულს ახდევინებდა? მას უფასოდ ემსახურება ბათუმის «შერატონი» და ზარალას «რადისონი», არც აუზი აკლია და არც სპა-ცენტრი.

ზოგადად, მიშას ჰარამხანის იმპორტულ თანავარსკვლავედზე უკვე იმდენი დაიწერა, რომ იქნებ ზედმეტიც იყოს ამ თემისკენ მიბრუნება, მაგრამ მიშა რის მიშაა, თავად რომ არ მოგცეს საბაბი!

ამ დღეებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მისი სექსუალური თავგადასავლები გრძელდება. ამჯერად მიხეილ სააკაშვილის რჩეული პოლონელი მომღერალი ნატალია ლეშია (Natalia Lesz). სარწმუნო წყაროებით დასტურდება, რომ სააკაშვილს ახლო ურთიერთობა აქვს მომხიბვლელ და ექსტრავაგანტურ ქალბატონთან. «რადიოაქტიური ბლოგი» მომღერლის მეგობრებს დაუკავშირდა, რომლებიც პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ნატალია ლეში საქართველოს პრეზიდენტზეა შეყვარებული.

მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ ბათუმზე სიმღერაც კი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. პოლონელი ლამაზმანი 12 თებერვალს საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს Bრეაკფასტ თV-ის გადაცემაში, რომელიც ქართულ ტრადიციებს, ღვინოსა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს შეეხება.

პრეზიდენტმა თურმე ოფიციალურად დაავალა ნატალია ლეშს საქართველოს პოპულარიზაციაზე ზრუნვა. სწორედ ნატალია ხელმძღვანელობს კომპლექსურ სარეკლამო კომპანიას პოლონეთის ბაზარზე, რაც მოიცავს რეკლამებს სატელევიზიო, ინტერნეტ და ბეჭდვით მედიაში, ასევე გარე რეკლამებს (ბანერები, ბილბორდები).

ამის თაობაზე ნატალიამ პოლონურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ის აღტაცებული ჰყვება მისი და საქართველოს პრეზიდენტის ახლო ურთიერთობის შესახებ და ამბობს, რომ საქართველოში პირველად პირადად სააკაშვილის მიწვევით ჩავიდა.

გადაცემის წამყვანი გაოცებული ეკითხება მომღერალს, რატომ აირჩია სააკაშვილმა მაინცდამაინც ნატალია და არა სხვა რომელიმე?! «ეს ხომ უცნაურია, როცა რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი გირეკავს და გეუბნება, რომ ის საკუთარ ქვეყანაში გეპატიჟება», _ ამბობს წამყვანი. ნატალია კი პასუხობს, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს და ეს ჟურნალისტმა თავად სააკაშვილს უნდა ჰკითხოს.

მომღერალი ამბობს, რომ მას სააკაშვილთან ბევრი საერთო აქვს, მაგალითად, ორივენი ნიუ იორკში ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ერთი სიტყვით, სააკაშვილმა, მის მიერ სტაჟირებაგავლილ უნივერსიტეტში ვისაც უსწავლია, ყველას რომ თითო დარგი ჩააბაროს, გვეშველება და ეგ არის! ოღონდ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: ეს «უნივერსიტეტის მეგობრები», სააკაშვილის კარის გარდა, რატომ ვერსად ხდებიან წარმატებული მინისტრები, ელჩები და სარეკლამო აგენტები?

ქართულ ფორუმებში ენამწარე იუზერებს რა გამოლევს და ამ ახალი ლამაზმანის გამოჩენას იქვე დააწიეს კომენტარი: «მიშა თვითონაც პოლიტიკურ გვამად გადაქცევის საფრთხის წინაშეა და ეგუება». იგულისხმება მომღერლის გვარის ქართული მნიშვნელობა. ლეშის ჭამა კი, მოგეხსენებათ, ლომისა და არწივის ჩვევა არ არის. ლეშს სვავი და ტურა მიირთმევს.

მავანი იტყვის, ამ კაცის თავგადასავლებს მისი ცოლი არ დარდობს და თქვენ რატომ იკლავთ თავსო. იქნებ მართალიც იყოს, სხვის ლოგინში ყურება არც ჩვენ გვეხალისება, მაგრამ ჩვენი გატყავებული ბიუჯეტი რამდენ სოლისტს აიტანს, უცნობია. ისინი კი ბათუმის «პიაცაზე» გუნდურად გამოსვლას არ თანხმდებიან, – ყველას სოლო კონცერტი უნდა, თანაც ისეთ ვარსკვლავებთან, რომელთა კონცერტებზე დასწრებასაც კი არ ღირსებიან მანამდე!

ოდესღაც, ხალხი რომ «ბნელი» იყო (ანუ რევოლუციამდე), საქართველოში გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი «მზიური» არსებობდა, რომლის კონცერტზე დასწრების შემდეგ ვიღაც ბობოლა სტუმარს (ახლა რომ დაახლოებით, ნატოს დირექტორის დონე იქნებოდა) უთქვამს: «აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო!». მისი პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, დღეს, ალბათ, ასე უნდა ითქვას: «დედებო, ბავშვს ძუძუ ბავშვობაშივე აჭამეთ და დიდობაში მარცხი აღარ მოუვა!»