"ალიას" მასალების მიხედვით
"ჯანდაცვის კიდევ ერთ სუპერ "ინიციატივის" შუქ-ჩრდილებს შევეხები - ოფიციალური ინფორმაციით, უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობის მიმართ მიდგომა იცვლება და წესდება ჯარიმების ზედა ზღვარი - ეს ინიციატივა-კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და მალე განიხილავენ. ინიციატივას კანონშემოქმედნი ასე ხსნიან: კერძო სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის, ლიცენზიის გარეშე აქამდე 2000 ლარით დაჯარიმებას იწვევდა, ხოლო საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - 1000 ლარით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა 3000 ლარით ისჯებოდა, ახლა კი ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის არაუმეტეს 10000 ლარით დასჯიან. სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე არაუმეტეს 5000 კლარით დაისჯება, საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე კი 1000 ლარით. ყველა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენაზე პირველადი ჯარიმის გაორმაგებული თანხა იქნება გადასახდელი და ა.შ.", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით თუ ახლობელი ექიმი შინაურულად გაგსინჯავთ 1000 ლარით დააჯარიმებენ! / რა ახალ სანქციებს უწესებენ "დაუმორჩილებელ" ექიმებს.
"მოკლედ რომ ვთქვა, ეს ე.წ. საავადმყოფოებიცა და კანონებიც სხვადასხვა ფორმით ფულის ამოსაღებად და შემდგომ ამ თანხების ხელისუფლებამდე მისვლისთვის იქმნება და სხვა არაფრისთვის. შეიძლება ზოგი ვერ ხვდება, მაგრამ სხვა რომ აღარაფერი ვთქვა, სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ასეთ რამეს ნიშნავს: მე რომ ექიმმა, რომელსაც მხოლოდ კარდიოლოფიაში აქვს სერტიფიკატი და ზოგად თერაპიაში სახელმწიფო სერტიფიკატი არ აუღია (ისევ გამოცდებში განსაზღვრული გადასახადების გამო), ფილტვების ანთების წამალი რომ გამომიწეროს და სასუნთქი გზები ახლობლობით შემიმოწმოს და ეს გაუგონ, ჯერ 1000 ლარი უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს, შემდგომ კი, რეფორმატორების ხუშტურებიდან გამომდინარე, რამდენსაც ისინი მოისურვებენ. ანუ ადამიანებს, რომლებსაც ფული არ აქვთ, ახლობლურად ექიმი ხელს ვერ გაუწვდის და ამ შანსსაც მოსახლეობას საბოლოოდ ისე უსპობენ, ალტერნატივასა და გამოსავალს არ უტოვებენ - აი, სინამდვილეში რა არის მიშას რეფორმები ჯანდაცვაში", - აღნიშნავს გამოცემა.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროში განახლებული რეგულირების სააგენტო ამოქმედდება, რომელიც სამინისტროში დიდი ხანია არსებობს და სამინისტროშივე არსებული მედიაციის სამსახური შეერთებია. ძაღლის თავი კი იქ კი არ არის, რომ აქამდე უმოქმედო მედიაციის სამსახურს სამედიცინო დაწესებულებებიდან ახლად დაწესებული ჯარიმების ამოსაღებად ქოქავენ. თურმე მედიაციის სამსახური გააკონტროლებს სადაზღვევო კომპანიებისა და საავადმყოფოების მხრიდან მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. თუ აღმოჩნდება, რომ სამედიცინო დაწესებულებები არღვევენ ლიცენზიითა და ნებართვით დადგენილ პირობებს, ისინი დაჯარიმდებიანო, თითქოს ეს აქამდე ასე არ იყო. განსხვავება აქამდე ის იყო, რომ ეს სამსახური არაფერს აკეთებდა და თანამშრომლების სრულიად არაფრისთვის იღებდნენ მაღალ ხელფასებს. ახლა კი აამოქმედეს, რადგან ჯარიმების თანხები ამიერიდან დარღვევის ხარისხზე იქნება დამოკიდებული, მისი მაქსიმალური ოდენობა კი 1000 ლარი გახდა. თუ პაციენტს საავადმყოფო ან სადაზღვევო დადგენილ პირობებს არ შეუსრულებს, ეს უწყება კანონდარღვევისთვის ფულს დაზარალებულის სასარგებლოდ კი არ გადაახდევინებს, არამედ - სახელმწიფოს სასარგებლოდ!" - დასძენს გამოცემა.
782
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85