ივანიშვილმა

ივანიშვილმა "დოქტორ სტოლეტოვი", რომლის მოგებაც 400 მლნ დოლარს აღემატება, შეიძლება 70 მლნ დოლარად გაყიდოს?!


"ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნეს-აქტივების გაყიდვას რომ გეგმავდა, ეს ჯერ კიდევ შემოდგომაზე გახდა ცნობილი., როცა მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. ცოტა ხნის წინ "კომერსანტიდან" ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში "სადოვიე კვარტალი"-ს ბიზნესმენი ნახევარ მილიარდ დოლარად ყიდის. ახლა კი იგივე "კომერსანტმა" სააფთიაქო ქსელ "დოქტორ სტოლეტოვის" გაყიდვის შესახებ ვრცელი სტატია დაბეჭდა. საინტერესოა, ივანიშვილის ბანკი "როსიისკი კრედიტი" და კომპანია უნიკორი" რა კომპანიებს ფლობს, რომელთა გაყიდვაც, ივანიშვილმა, როგორც ირკვევა, უკვე დაიწყო", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას ეუბნება "ალიას" გია ხუხაშვილი? / რა თანხას უხდიან ივანიშვილის რუსეთში არსებულ ბიზნესში?

"მმართველი კომპანია - ასე ეწოდება "უნიკორს", რომელსაც რამდენიმე შვილობილი კომპანია აქვს. "უნიკორის" დეველოპერული მიმართულება, რუსეთის მასშტაბით, რამდენიმე სამშენებლო პროექტს მოიცავს, რომლის წლიური ბრუნვა 2 მილიარდ დოლარზე მეტია. "უნიკორის" შვილობილი კომპანიებია ასევე "ემ დეველოპმენტი", "უნიკორ სერვისი", ინტერფინ კაპიტალი", საინვესტიციო კომპანია "ინტერფინ ტრეიდი" და აგროსამრეწველო კორპორაცია "სტოილენსკაია ნივა" (პურ-ფუნთუშეულის, ფქვილის, საკონდიტრო ნაწარმის, რძის და ხორცპროდუქტების წარმოება). ივანიშვილის "როსიისკი კრედიტს" და კომპანია "უნიკორს" ეკუთვნის ასევე 2002 წელს დაარსებული სააფთიაქო ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი", რომელიც 418 აფთიაქს მოიცავს და რუსულ სააფთიაქო ქსელში მე-10 ადგილზეა, საცალო ბარაზე გაყიდვებით კი - ლიდერის პოზიციაზე", - აღნიშნავს გამოცემა.

"კომერსანტის" ინფორმაციით, "დოქტორ სტოლეტოვი" გასაყიდად შემოდგომაზე გამოიტანეს, თუმცა რეალური მყიდველების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ივანიშვილის სააფთიაქო ქსელი, შესაძლოა ფონდმა "ჰაი კაპიტალმა" იყიდოს, რომელიც რუსეთში სააფთიაქო ქსელ "36,6"-ის მფლობელია. არის მეორე ვარიანტიც - "იმპერია ფარმა". გამოცემის ინფორმაციით ამჟამად მიდის მოლაპარაკება კონკრეტულ დეტალებზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ "დო ქტორ სტოლეტოვი" რომლის მოგებაც 400 მილიონ დოლარს აღემატება, შეიძლება 70 მილიონ დოლარად გაიყიდოს. ირკვევა ისიც, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში "დოქტორ სტილეტოვი" 83 მილიონ დოლარად იყო შეფასებული - რამდენად რეალურია "კომერსანტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცის და უახლოეს მომავალში კიდევ რომელი აქტივების გაყიდვას გეგმავს ივანიშვილი, ამის თაობაზე "ალია" გია ხუხაშვილს დაუკავშირდა", - დასძენს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ იგი რუსეთში მთელი თავისი აქტივების რეალიზაციას გეგმავდა და ეს სააფთიაქო ქსელი ამ პროცესის ნაწილია. კონკრეტულ კომერციულ საკითხში ნაკლებად ვარ ჩახედული, მაგრამ ფაქტია, რომ არსებულ ვითარებაში მას მოუწევს ქონების რეალიზაცია საბაზრო ღირებულებაზე საგრძნობლად დაბალ ფასად. ის ყიდის რუსეთში მთელ თავის ქონებას, ეს პროცესი კი ერთსა და ორ დღეში არ სრულდება. მით უმეტეს, თუ ფლობ ასეთ მნიშვნელოვან ქონებას. ცხადია, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეციფიკური საკითხებია, გარკვეულწილად კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ ინფორმაცია გახდება ცნობილი, როდესაც სხვა აქტივების რეალიზაციაც მოხერხდება", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"რაც ახლა გახმაურდა, რეალურად ხდება ამ ეტაპზე. იმის გამო, რომ დიდ ქონებაზეა საუბარი, მთლიანად ერთ კლიენტზე გაყიდვა პრობლემატურია. ამიტომ ხდება ქონების დანაწევრება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებების მიხედვით და ნაწილ-ნაწილ რეალიზაცია", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ჩანს, ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლით რუსულ ბიზნეს-წრეებში კარგად სარგებლობენ, რადგან იგივე "დოქტორ სტოლეტოვში" საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ნაკლებ თანხას იხდიან..." - პასუხობს:

"ივანიშვილი შეგნებულად მიდის ამ უზარმაზარ დანაკარგზე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი არჩევანი არის არა კომერციული ფასეულობის მიღება, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ზარალი მაინც იქნება".