ხადარკოვსკიმ ოპოზიციას რჩევები მისცა

ხადარკოვსკიმ ოპოზიციას რჩევები მისცა

კომპანია იუკოსის ყოფილმა მფლობელმა, მიხეილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც სასჯელს ფინანსური დანაშაულისთვის იხდის, The New Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასისტემური ოპოზიცია მშვიდობიანი პროტესტის ესკალაციის მიღწევას უნდა ეცადოს.

ხოდორკოვსკის აზრით, იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულებს მთავრობა ოპოზიციონერების მოთხოვნებს, მოხდება გადასვლა ნორმალურ კონკურენტულ პოლიტიკასა და პოლიტიკური სამართლიანობის სისტემაზე. ამჟამად მოქმედ პოლიტიკურ ვერტიკალს ხოდორკოვსკიმ „არქაული“ უწოდა.

იუკოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე ოპოზიცია იმ ადამიანებმა უნდა წარადგინონ, ვინც ამჟამინდელ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. ხოდორკოვსკიმ ოპოზიციის მიზნად დაასახელა სამართლიანი ძალაუფლება და მოუწოდა საარჩევნო უბნებზე მასობრივი კონტროლის ორგანიზებისკენ.  „ახალი ოპოზიციის მიზანი სამართლიანი ძალაუფლებაა. მისი სტრატეგია - მშვიდობიანი პროტესტის ესკალაცია ყველა მოთხოვნის შესრულებამდე“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება კონკრეტულად ხოდორკოვსკის მდგომარეობას, ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი ჯერ ვერ ხედავს თავისთვის სახარბიელო პერსპექტივებს.

„ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ვერანაირ სიგნალებს საზოგადოებაში უკანასკნელ პერიოდში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ვხედავ. სინდისთან გარიგება ჩემთვის მიუღებელია.“ - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ იუკოსის ექს ხელმძღვანელი, მიხეილ ხოდორკოვსკი და „მენატეპის“ ყოფილი მეთაური, პლატონ ლებედევი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 14 წლიან სასჯელს იხდიან ნავთობის დატაცებისა და მოგების გათეთრების ბრალდებით.