"ალიას" მასალების მიხედვით
"არჩევნები მოდის და ყველაფერი იქითკენაა მიმართული, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მეტი მიიღოს და მოიგოს. როგორც კი დადეს კანონი ქველმოქმედების აკრძალვის თაობაზე, ამით აკრძალეს არა მხოლოდ საარჩევნო ქველმოქმედება - ნათელი გახდა, რომ ესენი არჩევნების მოგებას აპირებენ არა იმით, რომ ვიღაცას ერთჯერადად ერთი კილო ფქვილი მისცენ, არამედ პირდაპირი ტერორით გავლენ ფონს. ხალხი მართლა ცხვარი აღმოჩნდა და ეს ფაქტიც ამის ნათელი დადასტურებაა: სკოლებში მანდატურების შეყვანამ სკოლა ციხედ აქცია, საიდანაც ინფორმაციის გამოტანა მალე ძალიან გაჭირდება. რეგიონებში მანდატურებმა უკვე ღიად დაიწყეს ბავშვების დამუშავება, რომ მათმა მშობლებმა ხმა მისცენ ნაციონალებს. მიდის სერიოზული მუშაობა ახალგაზრდების "დასავერბოვკებლად", რაც ჯერ კიდევ პატრიოტულ ბანაკებში მოსინჯეს. ბანაკები ძვირი დაუჯდათ და ამიტომ "ვერბოვკის" მექანიზმმა სკოლებსა და უნივერსიტეტებში გადაინაცვლა", - აცხადებს განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის - "ერთობის" იურიდიული სამსახურის უფროსი დავით წიქარიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თავად ფაქტია ამაზრზენი, დანაშაულზე რომ არ ვილაპარაკოთ..." / რა ხელწერილებს აწერინებენ კუდ-ში მოსწავლეებსა და სტუდენტებს? / ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ახალგაზრდამ უარი თქვა ხელწერილის დაწერაზე და ..."
"ის, რომ ახალგაზრდობა ყოველთვის იყო პოლიტიკურად აქტიური, ყველამ იცის, მაგრამ საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ ახალგაზრდობამ სრული იგნორირება გაუკეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესსაც კი. ესეც არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის საკმარისი, მონურ მორჩილებას ითხოვენ. ძალიან ამაზრზენი ფაქტები მოხდა, ბავშვებს იბარებენ სხვადასხვა სტრუქტურებში. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა მანდატურების მეშვეობით დაიბარეს ბავშვები კუდ-ში. დიახ, კუდ-ში და არა სხვაგან. არის შემთხვევები, ჯერჯერობით ორი ასეთი შემთხვევა ვიცი, როცა ქუჩიდან აიყვანეს ბავშვები, წაიყვანეს, მშობლები მთელი დრე ეძებდნენ და მერე გაირკვა, რომ თურმე მათი შვილები კუდ-ში ჰყავდათ. ჩემთვის ცნობილი 12 ფაქტიდან მხოლოდ 4-ია სკოლის მოსწავლე და რამდენი ფაქტიც მე არ ვიცი, ეს უკვე სხვა თემაა. ბავშვებს აიძულებენ, თანამშრომლობაზე მოუწერონ ხელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით წიქარიშვილი.
"ტექსტი როგორი აქვთ, იცით? რა მოხდება თქვენს ინსტიტუტში, ვინ რას ამბობს, ეს ყველაფერი გვაცნობეთო, თორემ დააკავებენ. ჩემთვის ცნობილი ფაქტებიდან, არც ერთს, იქ მიყვანილს უარი არ უთქვამს თანამშრომლობაზე. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ახალგაზრდამ უარი თქვა და მეორე დღესაც მიიყვანეს კუდ-ში. საბოლოო ჯამში, ხელწერილი მაინც დაწერა. ხომ გასაგებია, რა დონის დამუშავებაზეა საუბარი. ცხრა თავი არავის აქვს და რა უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს, როცა მშობლები ვართ უსუსურები? ამ ეტაპზე "ნასედკებად" აქცევენ ბავშვებს, სხვა ეტაპზე სხვა დანიშნულებით გამოიყენებენ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია აკრძალული თანამშრომლობაზე იძულება. ამ გზით მოპოვებული აგენტი ყოველთვის ცდილობს სამაგიერო გადაუხადოს პირველივე შემთხვევაში იმას, ვინც ამ საქმეში ჩაითრია. მოვედი თქვენთან იმიტომ, რომ სასწრაფოდ უნდა გახმაურდეს ეს საკითხი, საბოლოო დაღუპვამდე ცოტაღა გვრჩება, როგორც ვატყობ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მაგრამ თავად მითხარით, არ წამომყვა არც ერთი მშობელიო..." - პასუხობს:
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ, ბევრი შემთხვევა იქნება მსგავსი. ეს არის საგანგაშო, თუნდაც ერთი ფაქტიც რომ ვიცოდეთ და არა რამდენიმე. განათლების სისტემა სრულ ტერორზე გადაერთო. მძიმე ფორმით მოვიდა 30-იანი წლები. ეს შედეგად მოიტანს იმას, რომ უკეთეს ვარიანტში საზოგადოება გამოფხიზლდება. ეს საკითხი მხოლოდ ცალკეულ მშობლებს არ ეხება, საზოგადოებამ უნდა მივხედოთ ამას, სანამ დროა".
766
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85