გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ქეთი მოისწრაფეშვილი დაინიშნა

გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ქეთი მოისწრაფეშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის #2361 განკარგულების თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოვალეობის შესრულება დღეიდან ქეთი მოისწრაფეშვილს დაეკისრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გურიის გუბერნიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ქეთი მოისწრაფეშვილი დაიბადა ქ. ოზურგეთში 1986 წლის 17 სექტემბერს. დაამთავრა ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა. 2003-2008 წწ. სწავლობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2008-2010წწ. სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული-საგადასახადო სამართლის მიმართულებით.
2014წლიდან დღემდე ქეთი მოისწრაფეშვილი სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში იურიდიული მიმართულებით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.