ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ე.წ. შეთანხმებას მხარი 23-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 5-მა მისცა.

დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საერთო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. ე.წ. ხელშეკრულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი სოჭში 25 ნოემბერს მოაწერეს. რუსეთი ანალოგიური დოკუმენტის ხელმოწერას ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს, რომელიც უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს.