"ნაციონალებზე ხელის შეხოცვას გავდა და გამოვიდა პირიქით"-ვინ აპიარებს წინა მთავრობას?

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირები, რომელსაც დიდი გამოხმაურებ მოყვა აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ დღევანდელის სახით „პიარშიკი“ შეიძინა და ამ თემაზე ფეისბუქ სტატუსსაც აქვეყნებს:

"ნაციონალებს" ხომ პიარი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ჰქონდათ აყვანილი, მაგრამ ასეთ "პიარშჩიკს" თუ იმიჯმეიკერს, როგორიც დღეს შეიძინა დღევანდელი ხელისუფლების სახით, ვერც ინატრებდა: ეთერში სიმწრით დამჯდარი ხელისუფალნი ერთმანეთს ასწრებენ ამტკიცონ, რომ უკრაინაში ქართველი მეომრების მასიურად ჩასვლა ნაციონალების პროექტი არ არის. ჯერ სად ხართ: ამ ხელისუფლებისგან "ნაციონალების" იმიჯმეიკერობა აწი ნახეთ“

რას გულისხმობდა პიარში და იმიჯმეიკერობაში უფრო კონკრეტულად, ხათუნდა ლაგაზიძემ „პირველ რადიოსთან“ საუბარში განმარტა:

„თავისი შეცდომებით ნაციონალების წისქვილზე ასხამენ წყალს. ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომლის გამოსწორებისას უწევთ ნაციონალების ქმედებების გამართლება. ამას ვგულისხმობდი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით დავწერე ეს. გამოჩდა ისე, რომ მთლიანად ეს განცხადება ნაციონალებზე ხელის შეხოცვას გავდა და გამოვიდა პირიქით, იძულებული იყვნენ, რომ ირიბად თუ პირადაპირ ნაციონალების პიარი ეკეთებინათ“ განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ თემის კომენტირებისას „პირველ რადიოსთან“