ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზეც ისაუბრეს

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი სესიაშვილის შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს განცხადებებზეც ისაუბრეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე ნაწილობრივ შვეხეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თავად და ირაკლი ღარიბაშვილმა ამ განცხადებებთან მიმართებაში მოსაზრებები გაცვალეს.

სესიაშვილის ინფორმაციით, პრემიერმა დააფიქსირა ის პოზიცია, რომელიც უკვე ცნობილია.

რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა თუ არა ამ განცხადების გამო დადგეს თავდაცვის მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხი, როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამაზე საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა შეეხო უსაფრთხოების სტრუქტურებში რეფორმირების საკითხს, მათ შორის შს სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს.

"სამუშაო შეხვედრა იყო. ხშირად ვსაუბრობთ პრემიერთან უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების საკითხზე, ვსაუბრობთ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, რა უწყებას სად უნდა ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, დღევადენლი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე იყო დაგეგმილი.