ხათუნა ლაგაზიძე: თავდაცვის სამინისტრომ გამოიწვია ისეთი ქარიშხალი, რომელიც მთავრობას უქმნის ბომბებს!

ხათუნა ლაგაზიძე: თავდაცვის სამინისტრომ გამოიწვია ისეთი ქარიშხალი, რომელიც მთავრობას უქმნის ბომბებს!

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„გასაგები იქნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ არა სრულიად ცარიელ და მოსწორებულ ნიადაგზე ისეთი ბომბის შექმნა, როგორიც ეს განცხადება იყო. მას მინიმუმ მოეთხოვებოდა ერთი რამ - არ მიეყენებინა შეურაცხყოფა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. თავდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა, მინიმუმ, ენაზე დაეჭირა კბილი. ამის გამო, თავდაცვის სამინისტრომ გამოიწვია ისეთი ქარიშხალი, რომელიც მთავრობას უქმნის ბომბებს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


„რეალურად, დღეს საქართველოს თავდაცვის ხაზი, ისევე როგორც ევროპის, გადის უკრაინაზე. მიუხედავად ამისა, საქართველო ვერც ჯარებს გაუგზავნის უკრაინას მხარდასაჭერად და ვერც ოფიციალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს მოხალისედ წასულ ქართველ მებრძოლებს, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი მოგაყენებს ჯარებს და გეტყვის, თუ ბიჭი ხარ, საქართველოს ტერიტორიაზე მებრძოლეო", - განაცხადა ლაგაზიძემ.