ბერი კლდეების ნამოსახლარი-კულტურის სამინისტრო საკითხით დაინტერესდა

ბერი კლდეების ნამოსახლარი-კულტურის სამინისტრო საკითხით დაინტერესდა

ქარელში, ბერი კლდეების ნამოსახლარზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობა დაიწყეს. გუშინ რუსთავი 2-ზე კურიერ პ.ს-ში გასული რეპორტაჟის შემდეგ კულტურისა და გარემოის დაცვის სამინისტროები ამ თემით დაინტერესდნენ. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ ყოველგვარი ნებართვისა და დასკვნის გარეშე დაიწყო, რის შედეგედაც განადგურებულია უნიკალური არქეოლოგიური მასალა და სამარხები.