ირაკლი სესიაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ირაკლი სესიაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სესიაშვილმა განუცხადა, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა და ის ცვლილებებია, რომლებიც ძალოვან უწყებებში იგეგმება.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება.

"პრემიერს ხშირად ვხვდები. ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართება, სადაც საუბრის თემა უსაფრთხოების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები და ამ მიმართულებით გასატარებელი სამუშაოები იქნება", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.