სულხან მოლაშვილი სამომავლო გეგმებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს

სულხან მოლაშვილი სამომავლო გეგმებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოლაშვილმა განუცხადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ირგვლივ და საკუთარ გეგმებზე უახლოეს დღეებში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

კერძოდ, მისი თქმით, ჟურნალისტებთან შეხვედრას ოთხშაბათისთვის გეგმავს.

ამასთან, რაც შეეხება საქართველოში მისი წამების საქმეზე ხელახალ გამოძიებას, მოლაშვილი აცხადებს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ელოდება.