დავით სერგეენკო ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

დავით სერგეენკო ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიერ განცხადების შეფასება სთხოვეს.

"მე ერთადერთი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის მხოლოდ ის, რომ სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი მეომრის ოჯახს და ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი, რისი თქმაც მას ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია.