უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ

თავდაცვის სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, ამის გამო ბოდიში მოიხადა და ამ ფონზე მასზე ისტერიული თავდასხმა უწყებას დამატებით შეურაცხყოფას აყენებს, - აღნიშნული განცხადება "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, შექმნილი ვითერებით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები სარგებლობენ, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას ცდილობენ, რაც მისივე თქმით, კიდევ უფრო არაეთიკურია.

კითხვას, არის თუ არა ინფორმირებული, თუ ვინ იყო აღნიშნული განცხადების გავრცელების ინიციატორი და ხედვას თუ არა პრობლემას, თუკი განცხადება უწყების ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად გავრცელდა, სესიაშვილი უასუხოდ ტოვებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეტალებში შესვლა არ სურს.

"თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული განცხადება საზოგადოებისთვის მძიმე მოსასმენი იყო. საფუძვლიანი იყო კრიტიკა, რაზეც სამინისტრომ ბოდიში მოიხადა. როცა განცხადება წავიკითხე, დავინახე პოლიტიზაციის ნიშნები. დეტალებში არ შევდივარ, ამიტომ კრიტიკას მეც ვუერთდები, თუმცა ასევე არაეთიკურად მიმაჩნია პოლიტიკური სპეკულაციები, რაც ზოგოერთი პოლიტიკოსის მხრიდან წამოვიდა, მათ შორის ისეთებისგან, ვისთვისაც სჯობს საკუთარ ცოდვებში ჩაიხედონ, მით უფრო, ჯარისა და ჯარისკაცების წინაშე. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, შეცდომები, ყველას მოსდის. თავდაცვის სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, ბოდიში მოიხადა და ამ ფონზე მასზე ისტერიული თავდასხმა, ვფიქრობ, დამატებით აყენებს შეურაცხყოფას მთლიანად სამინისტროს. საკითხზე სპეკულაციას უნდა მოვეშვათ. მოვისმე გარდაცვლილი მეომრის მამის განცხადება, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ - ახლა მეტი დრო უნდა დავუთმოთ იმას, რომ გარდაცვლილ ადამიანს პატივი მოვაგოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვოლმა.