ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.
„ვფიქრობ, როდესაც მიცვალებული და მით უმეტეს ჯარისკაცი, არის ჩამოსვენებული, ყველაზე კარგი ტონია, რაც არ უნდა საჭირო იყოს რაიმე განცხადება, სანამ არ იქნება პატივი მიგებული ჯარისკაცისთვის, ყველამ ყველანაირი განცხადებისგან თავი შევიკავოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომხდარზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.