ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილისა და

ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილისა და "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა მიმდინარეობს

ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს შეეხება. მისივე განმარტებით, აღნიშნულთან მიმართებაში "თავისუფალ დემოკრატებს" ახალი ინიციატივები აქვს, რომლებსაც პრეზიდენტთან განიხილავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მივესალმებით ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ ინიციატივას. საუბრის ძირითადი თემა იქნება რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია. "თავისუფალ დემოკრატებს" ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არაერთხელ გავითქვამს. ასევე გვაქვს ახალი ინიციატები, რომლებსაც პრეზიდენტთან ერთად განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა ძალის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს იმისთვის რომ წინ აღვუდგეთ ამ პრობლემას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას ესწრებიანბ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები.