დაწყობილ, დავარცხნილ ქვეყანაში მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა უპრიანი იქნებოდა, - ასე აფასებს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე თავდაცვის მინისტროს განცხადებას და მის გარშემო განვითერებულ მოვლენებს.
როგორც ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასეთ სახელმწიფიებში მინისტრის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც დადგებოდა, თუკი მსგავსი შინაარსის გაცხადება მისი თანხმობით იქნებოდა მომზადებული და იმის გამოც, თუკი განცხადება მის უკითხავად გაკეთდებოდა.
დეპუტატის თქმით, უნდა გაირკვეს, რა მოხდა და კითხვებს თავად მინისტრის მხრიდან გაეცეს პასუხი. ხმალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ განმარტება ჯერ თავად თავდაცვის მინისტრს არ გაუკეთებია და საზოგადიებას ბოდიში პირადად მისგან არ მოუსმენია.
"ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, მართვის კულტურა, ტრადიციები, შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს, რადგან ასეთი რამის უფლებას საკუთარ თავს არავინ მისცემს. ასეთ სახელმწიფიებში ასეთი შინაარსის განცხადება მინისტრის, მისი მიადგილეების გარეშე უბრალოდ ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ თუ მოხდებოდა და ასეთი ტიპის განცხადება ხელმძღვანელი პირების გარეშე გაკეთდებოდა, ბუნებრივია, დადგებოდა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. გაკეთდა პოლიტიკურად არაკორექტული განცხადება და პასუხიმგებლობა ამის გამო დადგებოდა, ხოლო თუკი განცხადება მინისტრის უკითხავად გაკეთდა, პასუხისმგებლობა იმის გამო დადგებოდა, რომ დაისმებოდა კითხვა, ეს არის აწყობილი საქმიანიბა?! ჩვენ სამწუხაროდ ასეთი აწყობილი სახელმწიფო, სახელმწიფო უწყებები არ გვაქვს. არაერთგზის ვყოფილვართ არასწორი მოქმედების მოწმენი. გარდა ამისა, იშვიათად გვხვდება სამსახურისადმი მაღალი პასუხისმგებლობის დამოკიდებულება. როცა რამე ფუჭდება, ასე ვიქცევით - "დამნაშავეა ყველა, ჩემს გარდა". ასეთია რეალობა. შესაძლებელია, დაისვას კითხვები მინისტრის მიმართ და მან უნდა გასცეს პასუხი",- განუცხადა ინტერპრესსნიუსს ვახტანგ ხმალაძემ.