გიორგი მარგველაშვილი დღეს

გიორგი მარგველაშვილი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.

შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში 14:00 საათზეა დანიშნული.

შეხვედრის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იგივე საკითხზე პრეზიდენტი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდება.

ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირას უკვე შეხვდა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.