"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში შედგება. "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში 12:00 საათისთვის მივლენ.

შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სავარაუდოდ, ქვეყნის პირველ პირთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით გაიმართება.