ბიძინა ივანიშვილი - ქართულ პოლიტიკაში ვისაც ძირითადი ოპონირების ფუნქცია აქვს, ამას ვერ ასრულებს

ბიძინა ივანიშვილი - ქართულ პოლიტიკაში ვისაც ძირითადი ოპონირების ფუნქცია აქვს, ამას ვერ ასრულებს

ქართულ პოლიტიკაში ვისაც ძირითადი ოპონირების ფუნქცია აქვს, ამას ვერ ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კარგი ოპონენტებიც არიან. 

"ლანძღვაზე გადავიდნენ ოპონენტები. კონსტრუქციული ოპონენტები ყველაზე საჭიროა არა მხოლოდ პოლიტიკოსისთვის. კარგი ოპონენტები არიან, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ვისაც ძირითადი ოპონირების ფუნქცია აქვს, ისინი ამას ვერ ასრულებენ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

რაც შეეხება პოლიტკორექტულობას, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ის ყოველთვის ცდილობს, რომ კორექტული იყოს. "მე ძალიან ბევრ პოლიტიკოსს შევახსენე და პოლიტიკურ კორექტულობაზე მივუთითე", - აღნიშნა ივანიშვილმა.