ბარაქ ობამა:   არ ჩანს, რომ ვინმემ მე ან ამერიკას მოგვიგო

ბარაქ ობამა: არ ჩანს, რომ ვინმემ მე ან ამერიკას მოგვიგო

ბარაქ ობამამ "სი-ენ-ენის" ეთერში რუსეთში მიმდინარე მოვლენებსა და რუს კოლეგაზე ისაუბრა. ობამას თქმით, რუსეთში ახლა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეინიშნება. "სამი-ოთხი თვის წინ რუსეთის პრეზიდენტზე ამბობდნენ, რომ ის გენიაა, უსწრებს ობამას და ასე შემდეგ. ახლა კი რუსეთში ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, არის ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური ვარდნა", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

მისი თქმით, არ მიიჩნევს, რომ პუტინმა გაუსწრო. "არ ჩანს, რომ ვინმემ მომიგო მე ან ამერიკას... ზოგიერთ საგარეო პოლიტიკურ წრეებში არის აზრი იმაზე, რომ თუკი ვინმე ჯერ ისვრის და მერე ფიქრობს, ეს მის ძალაზე მიუთითებს. მე ამ მტკიცებულებას არ ვეთანხმები", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამერიკა ყოველთვის იკავებდა მტკიცე პოზიციას იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც არღვევდნენ საერთაშორისო სამართალს ან ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკის ინტერესებს.