საყდრისის დამცველებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

საყდრისის დამცველებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს

საყდრისის დასაცავად მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტები და საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საყდრისში მომხდარ აფეთქებას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

მათი თქმით, საყდრისი არის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი და ის უნდა შენარჩუნდეს. მათ პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, ყველა ზომა მიიღოს ამის განსახორციელებლად.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმიც წამოაყენეს. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ, 18:00 საათამდე არ იქნება მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, ისინი საპროტესტო აქციას უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები დღესვე გამართავენ მუსიკალურ წარმოდგენას. მათი თქმით, ასეთი კონცერტები მთავრობის ადმინისტრაციასთან იქამდე იქნება, სანამ კონკრეტული ზომები საყდრისის გადასარჩენად მიღებული არ იქნება.