"მოხარული ვარ, რომ ჩვენს მთავრობას გვერდით ქართველი რეფორმატორები უდგანან"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი დარწმუნებულია, რომ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დახმარებით მისი ქვეყანა იმ რეფორმებს გაატარებს, რაც ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელია.

როგორც კლიმკინმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრამდე განაცხადა, საქართველომ და უკრაინამ ევროპული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე ერთად უნდა იარონ.

"მე ყოველთვის ვთლიდი, რომ საქართველომ და უკრაინამ ევროპული ინტეგრაციის, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე. დარწმუნებული ვართ, ამ გზას აუცილებლად გავივლით და ის ევროკავშირში მიგვიყვანს. ამასთან მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს მთავრობას გვერდით უდგანან ქართველი რეფორმატორები. მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის", - განაცხადა კლიმკინმა.