დავით უსუფაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა და მოუთმენლად ველოდები მასთან მომავალ შეხვედრებს

დავით უსუფაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა და მოუთმენლად ველოდები მასთან მომავალ შეხვედრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კარგი შეხვედრა მქონდა, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მომეცა შესაძლებლობა, პირადად მისთვის გამომეხატა ნატო-ს მხარდაჭერა. ვფიქრობ, მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მხოლოდ კოალიციაში, არამედ პარტიების ერთად თავმოყრაში. მიხარია, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, მათ ისაუბრეს გამჭვირვალობაზე და დემოკრატიული სისტემების რეფორმაზე, ასევე მართლმსაჯულების სისტემაზე.

"პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან მკაფიო მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველყოს ეროვნული კონსენსუსი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაა. როგორც უკვე გითხარით, ის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა და მოუთმენლად ველი მასთან მომავალ შეხვედრებს, - განუცხადა ჟურნალისტებს აპატურაიმ.