უკრაინის ბიზნეს-ომბუდსმენად, შესაძლოა, უცხოელი დაინიშნოს. ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ვალერი პიატნიცკის განცხადებით, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და დადგენილებიდან ამოღებულ იქნა მუხლი ეროვნების შესახებ, შესაბამისად, ბიზნეს-ომბუდსმენი შეიძლება გახდეს როგორც უკრაინელი, ისე უცხოელი.
ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის გადაწყვეტილება უკრაინაში 2014 წლის მარტში იქნა მიღებული.