თემქაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

თემქაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, თემქაზე,  წუხელ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიციელს დანით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული და გადაყვანილია #5 საავადმყოფოში. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პარტულის თანამშრომელი საკუთარ სახლთან დაჭრეს. შემთხვევას წინ უსწრებდა ერთ-ერთ მოქალაქესთან ურთიერთშელაპარაკება. 

"ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.