სომხეთი და საქართველო ახალი წლის პერიოდში, რუს ტურისტებს შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ დსთ-ს ქვეყნებს შორის. გამოცემა "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამ ორი სახელმწიფოს მთავარ ღირსებად ტუროპერატორებმა ღირსშესანიშნაობები და ავიაფრენების არც თუ მაღალი ფასები დაასახელეს.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოსა და სომხეთს ამ სეზონზე თანაბარი შანსები აქვთ მიიღონ რუსი ტურისტები. პოპულარობით მესამე ადგილზეა უზბეკეთი, რადგან ამ ქვეყანაში არასაკმარისად არის განვითარებული ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია.
ექსპერტების შეფასებით, ქართული ტურპროდუქტის უპირატესობა მდგომარეობს საექსკურსიო პროგრამების მრავალფეროვნებაში. ინფორმაციაში ასევე მოყვანილია ხარჯების ის რაოდენობა, რაც რუს ტურისტებს უჯდებათ საქართველოში სტუმრობისას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.