ამერიკის თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა

ამერიკის თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი თანამდებობიდან გადადგა. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა. 
ჩაკ ჰეიგელი თავდაცვის მდივნის მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე მისი შემცვლელი არ დასახელდება.