ნინო ბურჯანაძე - მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა

ნინო ბურჯანაძე - მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელშეკრულება, რომელსაც დღეს სოჭში ეწერება ხელი , მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას, მოვაგვაროთ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რაც ქვეყნის მთლიანობას და ერთიანობას უკავშირდება. 

როგორც ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის დაგეგმილი "მოკავშირეობის და პარნტიორობის" შეთანხმების ხელმოწერის კომენტირებისას განაცხადა, სამწუხაროდ, ეს ხელმოწერა ადასტურებს იმ ყველაზე ცუდ პროგნოზებს, რომლის თაობაზეც ის აფრთხილებდა საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას.

"მე მიმყარდება ეჭვი, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა, როგორც ჩანს, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პრობლემაა და არა სრულიად საქართველოსი.

საქართველოს ხელისუფლებამ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მას არ აქვს არანაირი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შეუძლია დღეს საქართველოს ხელისუფლებას გააკეთოს არის ის, რომ დადგეს, ჩამომწკრივდეს ნატო-ს დროშასთან და გადაიღოს სამახსოვრო ფოტო, თუ ამ ფოტოს გადაღება და საქართველოს გაწევრიანების ილუზორული გეგმა უშველის ამ პრობლემის მოგვარებას. თუმცა, ჩვენ ვხედავთ რომ ამას ეს ვერ უშველის. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მტკივნეული და მძიმე არის ის, რომ ყოვლედღიურად ვკარგავთ იმ პრომლემის მოგვარების შანსს, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთალიანობის აღდგება ჰქვია", - განაცხადა ბურჯანაძემ. 
მისი თქმით, თავად რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერა არ მოხდებოდა.