საქართველოს ელექტროსისტემის პარალიზება გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია

საქართველოს ელექტროსისტემის პარალიზება გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია

გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო 3 საათის განმავლობაში საქართველოს ელექტროსისტემა პარალიზებული იყო. 

საქართველოს რეგიონებსა და თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება გვიან ღამით შეუწყდა. 

გუშინ მომხდარ გათიშვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. 

მისი თქმით, 02.10 საათზე გარდაბნის თბოსადგურზე მოხდა ავარია, რამაც ელექტროენრგიის გათიშვა გამოიწვია.

"მომხდარმა ფაქტობრივად ნოლზე დასვა ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა გითხრათ, რომ 15 წუთში უკვე დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოდან, პირველი იყო ზუგდიდი, სამეგრელოს რეგიონი და ეტაპობრივად მოხდა შემდეგ ყველა რაიონის ქალაქების ჩართვა და დაახლოებით 02.20 საათზე დედაქალაქის ჩართვა დაიწყო. 04.00 საათზე მთლიანად მთელ საქართველოს ელექტროენერგია მიეწოდებოდა", - განაცხადა კალაძემ. 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის,  სულხან ზუმბერიძის განცხადებით, თბოელეტქროსადგურზე მომხდარი დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობა. 
"უახლოეს დღეებში გვექნება ზუსტი დასკვნა. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თბოელექტროსისტემის დაზიანებამ დენის გათიშვა გამოიწვია", - განაცხადა ზუმბერიძემ. 
ელექტროენერგიის მიწოდება დედაქალაქსა და რაიონებში წუხელვე, ეტაპობრივად აღდგა.