"თუ "ნაცმოძრაობა" პრეზიდენტის განცხადებას არ გაემიჯნება, მე პარტიის მხარდაჭერად აღარ განმიხილოთ"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, "თუ "ნაციონალური მოძრაობა" ლგბტ-პირებზე პრეზიდენტის პოზიციას არ გაემიჯნება, ის პარტიას მხარს აღარ დაუჭერს".

ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერად აღარ განმიხილოთ. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი დაკარგეთ, ერთი მარგინალი სომეხი ჰომოსექსუალი ვარ. მაგრამ მგონია, რომ ცდებით", - წერს ჩერგოლეიშვილი.