ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა

უმრავლესობის წარმომადგენლის, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების გადაწყვეტილებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ამის თაობაზე ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების მხრიდან ათასობით ადამიანი დაიკითხა და ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ელოდა.

"ყველაფერს დანარჩენს სასამართლო იტყვის. დღეს საქართველოში სასამართლო არის დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. დაველოდოთ ყველა ერთად სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.