"ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადადის

ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობასთან შეკრებილი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაიშალნენ.

როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმაც.

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი თევდორაძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადადის. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ქუთაისში ხვალ ხალხმრავალი აქცია გაიმართოს.

გიორგი თევდორაძემ უცნაური უწოდა იმ ფაქტს, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურიდან სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს.