ბიძინა ივანიშვილი - გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში სააკაშვილიც მოიხსენიება

ბიძინა ივანიშვილი - გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში სააკაშვილიც მოიხსენიება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში, ვანო მერაბიშვილთან ერთად, სააკაშვილიც მოიხსენიება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც დაუსვეს კითხვა, შესაძლოა თუ არა გირგვლიანის საქმეზე ბრალი ვანო მერაბიშვილთან ერთად სხვა პირებსაც წარედგინოთ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტი, პრემიერი, ნებისმიერი თანამდებობის საერო თუ საეკლესიო პირი, კანონის წინაშე თანაბარია.

"სასამართლოს ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ყველა სტრუქტურა, მათ შორის პრეზიდენტიც, ხელს აფარებდა გამოძიების ნორმალურ სვლას. სტრასბურგის სასამართლო ამიტომ ითხოვს ხელახალ გამოძიებას. ჩვენ ასეც მოვიქეცით და გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დასრულების პროცესშია. თუ კანონის დარღვევა აქვს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, მასაც ისევე მოეთხოვება, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს", - აღნიშნა პრემიერმა.