"გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში სააკაშვილიც მოიხსენება"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში როგორც მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ისე პრეზიდენტი სააკაშვილიც მოიხსენება. 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წაყენების კომენტირებისას განუცხადა.

"მე თავს ვიკავებ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან. გირგვლიანთან დაკავშირებით შემიძლია, გავიმეორო სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერი, რომელშიც შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოიხსენიება და პრეზიდენტიც კი. ასეთი ჩანაწერია, რომ პრეზიდენტის დონეზე ყველანი ხელს აფარებდნენ და გამოძიებას აფერხებდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, სასულიერო პირი და ყველა სხვა კანონის წინაშე თანასწორია.