ბეგიაშვილი მზადაა, დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს

ბეგიაშვილი მზადაა, დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს

ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5"-ის და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, პროკურატურის მიერ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს.

ამის შესახებ ბეგიაშვილის მიერ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე გაკეთებულ საჯარო მიმართვაშია ნათქვამი.

"საქართველოს პროკურატურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნებიდან ივანე მერაბიშვილი სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ჩემი და ჩემი კომპანიების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მზად ვარ, გამოძიებასთან ვითანამშრომლო და დანაშაულში მონაწილე ამ და სხვა პირების მიმართ მამხილებელი ჩვენება მივცე, ასევე, წარმოგიდგინოთ მტკიცებულებები", - განაცხადა ბეგიაშვილმა.

ბიზნესმენმა მისი და მისი კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში და უკანონო ქმედებებში ვანო მერაბიშვილი სხვა სახელწიფო მოხელეებთან ერთად ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაადანაშაულა.