"ეს მოხდა იმ დროს, როცა 3 ჯარისკაცის გლოვა იყო და ამას ანგარიში არ გაუწიეს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის განცხადებით, "ეს მოხდა იმ დროს, როცა 3 ჯარისკაცის გლოვა იყო საქართველოში და ამას ანგარიში არ გაუწიეს".

აღნიშნული განცხადება ილია მეორემ კონსტანტინოპოლში ყოფნის პერიოდში გააკეთა.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა იყოს ძალადობა და არავინ არ უნდა მოახვიოს ერთმანეთს თავისი იდეები, მაგრამ მე მინდა, ვთქვა, რომ ეს მოხდა იმ დროს, როცა 3 ჯარისკაცის გლოვა იყო საქართველოში და ეს ძალიან ცუდია, რომ ამასაც ანგარიში არ გაუწიეს, ყურადღება არ მიაქციეს", - ბრძანა უწმინდესმა.