კათოლიკოს-პატრიარქი:   ჩვენ უნდა დავიცვათ წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა

კათოლიკოს-პატრიარქი: ჩვენ უნდა დავიცვათ წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ "ჩვენ უნდა დავიცვათ წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა". 

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს პატრიარქი ისტორიული კონსტანტინოპოლიდან გამოეხმაურა. უწმინდესთან ინტერვიუ "მეცხრე არხმა" ჩაწერა.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები - ჩვენი წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა. არავინ უნდა მოახვიოს ერთმანეთს თავისი იდეები. მინდა ვთქვა, რომ ეს მოხდა იმ დროს, როცა საქართველოში სამი ჯარისკაცის გლოვა იყო და ძალიან ცუდია, რომ ამასაც ყურადღება არ მიაქციეს", - განაცხადა პატრიარქმა.