”Le Figaro”: საქართველოში თეოკრატიული რევოლუცია მოხდა

”Le Figaro”: საქართველოში თეოკრატიული რევოლუცია მოხდა

გაზეთი "Le Figaro" საქართველოში 17 მაისს მომხდარ მოვლენებს "თეოკრატიულ რევოლუციად" აფასებს. ჟურნალისტი რეჟი ჟანტე მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სასულიერი პირების გამოწვევა ქვეყნის ახალი მთავრობის წინააღმდეგ.

"საქართველოში 17 მაისს მომხდარი ამბავი შესაძლოა "თეოკრატიულ რევოლუციად" შეფასდეს, რომელიც ახლახანს ჩამოყალიბებული ახალი მთავრობის გაუგებარი დუმილის გამო ასეთადაც შეიძლება მივიჩნიოთ", _ ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს პატრიარქმა ქალაქის ხელმძღვანელობა უმრავლესობის უფლებების დარღვევასა და ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და ამით ირიბად მისცა კურთხევა ლგბტ-საზოგადოების ღონისძიების ჩაშლას.

"პოლიცია ხშირად პასიურად იქცეოდა, თუმცა არ იძლეოდა საშუალებას უარესი მომხდარიყო", _ წერს კორესპოდენტი და აგრძელებს, რომ ხელისუფლება არ იღებს რა არავითარ საპასუხო ღონისძიებების ეკლესიის ამ "გამოხტომის" წინააღმდეგ, ხელისუფლება რისკავს მასზე კონტროლის დაკარგვას.

"17 მასიის სასულიერო პირებმა, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ახალ მთავრობას ესროლა გამოწვევა, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში", _ წერს ჟანტე.