ვლადიმერ პუტინმა დევიდ კამერონს სომხური კონიაკი აჩუქა

ვლადიმერ პუტინმა დევიდ კამერონს სომხური კონიაკი აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს სომხური კონიაკი აჩუქა, რომელიც 1971 წელსაა ჩამოსხმული. ანალოგიურად მოიქცა თავის დროზე იოსებ სტალინი, რომელმაც 1945 წელს იალტის კონფერენციაზე უინსტონ ჩერჩილს სომხური კონიაკი უსახსოვრა. საჩუქრის მიღების შემდეგ კამერონმა პუტინს განუცხადა, რომ ის აუცილებლად შეინახავს ამ ბოთლს სამახსოვროდ.

თავის მხრივ კი დევიდ კამერონმა პუტინს ფოტოსურათი აჩუქა, რომელზედაც პუტინი და კამერონი ერთად არიან გამოსახულნი და 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს ესწრებიან.