ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში ექსპერტებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს , შეხვედრაზე განიხილება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის პერსპექტივა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ხელშეწყობა, თანამდებობრივი ამნისტიის მოსალოდნელი გამოწვევები და სხვა თემები, რომელთა მიმართ ახალი სახელმწიფოებრივი ინტერესები არსებობს. 

შეხვედრაში მონაწილეობენ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, იურისტი ლია მუხაშავრია, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, ალექსანდრე რონდელი, ირაკლი მენაღარიშვილი და სხვა ექსპერტები.

ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში ექსპერტებს უკვე მესამედ ხვდება.