ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობენ

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობენ

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობენ. 2013-2016 წლებში აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა განხორციელდება, რომელიც მცირე ფერმერთა ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, ევროკავშირისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით 3.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარუძღვება.

პროექტის პარტნიორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისი. მისი მთავარი მიზანია აჭარაში სოფლის მეურნეობის ეფექტურობის გაზრდა, მცირე ფერმერთა, როგორც სოფლის მეურნეობის მთავარი დასაყრდენის გაძლიერება და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ნაწილია. ENPARD–ის საშუალების ევროკავშირი ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, სურსათის უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საფუძველზე.

საქართველოში პროგრამა დაიწყო 2013 წლის მარტში ENPARD და მიზნად ისახავს სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას. ENPARD საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი 40 მილიონს ევროს შეადგენს.