"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო პრაიმერს ივნისის ბოლოს ჩაატარებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს ივნისის ბოლოს ჩაატარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. 

გაბაშვილს სხვა დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ უსაუბრია.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობის კანდიდატებად ამ დროისთვის სახელდებიან გიორგი ბარამიძე, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება.