იმერეთის სამხარეო პროკურატურაში "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაკითხვა მიმდინარეობს.
მერაბიშვილი დაკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა და მან შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მერაბიშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ მთავრობა მისი დაკითხვის პარალელურად დასაქმების პროგრამის შესრულებით დაკავებულიყო.
"მთავარი ამოცანა რაც ჩვენ დავსახეთ, არ დაგვცალდა ბოლომდე მიგვეყვანა. სიმბოლურია, რომ სწორედ დასაქმების პროგრამაზე პასუხების გაცემა მიწევს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეგიონებში შევსებული 6000 ანკეტა არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს. ყველა ქალაქსა და სოფელში ვერ მოხერხდა ანკეტების შევსება, თუმცა თუ მთავრობა დასაქმების პროგრამას განახორციელებს, ეს შევსებული ანკეტები გამოადგებათ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად პროკურატურასთან შეკრებილები არიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები, იმერეთის გუბერნატორი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო პროკურატურაშია დაბარებული დღეს, 14:00 საათზე კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაკითხეს.