სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება რუსთავიდან თბილისში გადმოდის

სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება რუსთავიდან თბილისში გადმოდის

სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება რუსთავიდან თბილისში გადმოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გამართულ კონფერენციაზე სად-ის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, პროექტი, რომელიც დაწესებულების რუსთავიდან თბილისში გადმოტანას ითვალისწინებს, შემუშავების პროცესშია. მას არ დაუკონკრეტებია, თბილისში, კონკრეტულად სად განთავსდებიან ქალი მსჯავრდებულები, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი გადაწყვეტილია.

"გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ იქნა მიღებული", - განაცხადა ღურწკაიამ